ადმინისტრაციის სიახლეები
01.10.2011
დავით ტყეშელაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პოლიციის შენობა გახსნა
ქარელში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული პოლიციის ახალი შენობა პრეზიდენტის ადმინსიტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გახსნეს. პოლიციის სხვა შენობებების მსგავსად, ახალი შენობაც გამჭვირვალეა, უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და აქ 56 ადამიანი მუშაობს.
2010-2011 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის 63 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა. ამ დროისთვის შიდა ქართლში პოლიციის ექვსი ახალი შენობა მოქმედებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭირვალე.