ადმინისტრაციის სიახლეები

30.04.2012
საქართველოში მიმდინარე პროექტების მონიტორინგი დავით ტყეშელაშვილმა იმერეთსა და სამეგრელოში განაგრძო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დღეს ქუთაისს ესტუმრა და მთავრობის ახალ სახლში, ადგილობრივ ხელისუფლებას - რეგიონის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა. დავით ტყეშელაშვილი იმ პროექტების მიმდინარეობის პროცესით დაინტერესდა, რომლებიც 2012 წელს ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით იმერეთში ხორციელდება. საუბარი შეეხება განათლების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სფეროების პროექტებს.

დავით ტყეშელაშვილის თქმით, ყველა პროექტი 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში ხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ხალხის დასაქმებაზეა ორიენტირებული. 2012-15 წლების განმავლობაში დაგეგმილი სამუშაოების შესასრულებლად,  სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით, დაახლოებით, მილიარდ 200 ათასი დაიხარჯება და ათობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს.

„ჩვენ დავიწყეთ ყველა იმ პროექტის მონიტორინგი, რომლის განხორციელებაც 2012 წლის დამდეგს დავგეგმეთ. ეს არის პროექტები, რომლებიც ჩვენი სოფლებისა და რეგიონების განვითარებისაკენ არის მიმართული და ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემის, უმუშევრობის დაძლევაშიც გვეხმარება, რადგან რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება. ჩვენი მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში 2012-2015 წლების განმავლობაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციების სახით, მთელ რეგიონში მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება“, - აღნიშნა დავით ტყეშელაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დღესვე ფოთსაც ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

ქვეყანაში მიმდინარე პროექტების მონიტორინგი გასულ კვირას დაიწყო და ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.  მსგავსი შეხვედრები დავით ტყეშელაშვილმა უკვე გამართა მცხეთასა და გორში. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code