ადმინისტრაციის უფროსი

დავით ტყეშელაშვილი დაიბადა 1969 წლის 16 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით სამართალმცოდნეობაში. 2005-2006 წლებში სწავლობდა ამერიკაში ემორის უნივერისიტეტის სამართლის სკოლაში, სადაც მიენიჭა LLM ხარისხი სამართალმცოდნეობაში.

თერთმეტი წლის განმავლობაში, 1995-2006 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

1995-1998 წლებში იყო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

1998-2002 წლებში ხელმძღვანელობდა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.

2003-2004 წლებში იყო პრემიერ მინისტრის აპარატის უფროსი.

2004-2006 წლებში იყო პარლამენტის წევრი, საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის წევრი.

2006-2007 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

2007-2008 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

2008 წელს დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად რეგიონული მართვის საკითხებში.

2009-2010 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრი.

2010 წლის ივლისიდან არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code