საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა და სახელმწიფო ინსპექტორმა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს.