საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა „ქართული დიასპორის ეკონომიკურ ფორუმზე“ 27.02.2021 ონლაინფორუმი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით წელს პირველად გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტი - ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე, გამარჯვება არა მხოლოდ მტერზე, არამედ დროსა და ისტორიაზე, ტრაგედიასა და უსამართლობაზე! 25.02.2021 100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან, იმ დღიდან, როცა რუსეთის მე-11 არმიამ მდუმარე თბილისში რუსთაველის გამზირზე ჩამოიარა და დაიწყო 70 წლიანი მონობის ბნელი პერიოდი.
პრეზიდენტის სიტყვა პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე 21.02.2021 ერთი საუკუნის წინ, ამ დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. საბჭოთა ოკუპაციის გამო მან მხოლოდ ოთხი დღე იარსება, თუმცა პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს ულოცავს 08.02.2021 103 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე 04.02.2021 ჩვენ გვჭირდება ძლიერი პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც მუდამ გაუწევს ადვოკატირებას კიბოსთან ბრძოლის საკითხს ქვეყნის შიგნით და რეგიონულ დონეზე. ჩემი მოწოდება ყველა სხვა ქვეყნის მეთაურისადმი არის ის, რომ დავდგეთ ერთად კიბოს წინააღმდეგ ერთიანი ძალისხმევისთვის.
პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს - ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია 02.03.2021 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი - ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს 02.03.2021 - გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დაიწყო პროცესი, რომელიც დღის ბოლოს ორბელიანების სასახლეში დაგვირგვინდა.
საქართველოს პრეზიდენტი - ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი, ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც ევროკავშირის გზაზეა 01.03.2021 საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია 28.02.2021 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა - პატრიოტიზმი ეს არის ჩუმი, დაუღალავი საქმის კეთება 27.02.2021 საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენი გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიწყო დისკუსიების ციკლი - „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ 25.02.2021 ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, დღეს დაიწყო დისკუსიების ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“.
პრეზიდენტი 21-23 იანვარს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებთან 21.01.2021 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში. 22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
საქართველოს პრეზიდენტის Op-ed-ი საერთაშორისო მედიაკავშირ Euractiv-ში 05.02.2021 საქართველო მსოფლიო დიპლომატიის ხელახლა ამუშავებისკენ ისწრაფვის
საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Brussels Morning-თან 05.02.2021 უნდა განვაგრძოთ კავკასიაში ჩვენი როლის - როგორც ევროპული ფასეულობების განვითარება ჩვენს ნატოელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად.