პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ძალადობის მსხვერპლთა პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ქეთევან მახარაშვილი ძალადობის მსხვერპლთა პირველი სოციალური საწარმოს "ანასტასია" გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელიც პრეზიდენტის ფონდის დახმარებით, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე შეიქმნა. სოციალური საწარმოს მიზანი ძალადობის მსხვერპლი ქალების პროფესიული განათლება, ეკონომიკური გაძლიერება და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაა.ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა ძალადობისაგან დაცვის ქსელი, რომელმაც დღეს გახსნა საწარმო, სადაც დასაქმებულები არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები. „საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს ამ ინიციატივას და გააგრძელებს იმ შესაძლებლობის მხარდაჭერას, რომელიც ქალებს მისცემს საშუალებას ეკონომიურად ფეხზე დადგნენ, გაეცალონ ძალადობრივ გარემოს, ახალი ცხოვრება დაიწყონ და გაუმჯობესებული გარემო შეუქმნან საკუთარ შვილებს”, - განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.
სწორედ ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანდნენ: პოლონეთის საელჩო საქართველოში, ესტონეთის საელჩო საქართველოში; საქართველოს პრეზიდენტის ფონდი; ქალთა ფონდი საქართველოში; ქალთა საერთაშორისო ასოციაცია - საქართველოში (iwa); ქალები ძალადობის წინააღმდეგ - ევროპა (wave); Kvinna till Kvinna; Sigrid Rasing-ის ფონდი; შპს "ტოიოტა", შპს „ბოლერო და კომპანია" და სს „თელასი" მხარდაჭერით შეიქმნა.