ხელვაჩაურის სკოლის მოსწავლეები პრეზიდენტის სასახლეში
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა ათონელის სასახლე დაათვალიერეს, გამართეს წარმოდგენა, რომელზეც აფხაზურ ენაზე ნათარგმნი ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონის“ და „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტები წაიკითხეს. მათ ადმინისტრაციისგან სამახსოვროდ წიგნები გადაეცათ.