პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით გარეჯის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მედიას პრეზიდენტის პოზიცია გააცნო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, დავით გარეჯის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მედიას პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
როგორც ლაშა ჟვანიამ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი, რამდენიმე დღის წინ, ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და ორგანიზაციასთან ,,ევროპა ნოსტრა“ ერთად იმყოფებოდა დავით-გარეჯში და სრულად დაათვალიერა სამონასტრო კომპლექსი.
,,ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები ხდება. განსაკუთრებით ცუდია, როცა ეს აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვარი დელიმიტაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აუცილებელია საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს“, - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.