ნებისმიერ მსურველს 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე საახალწლოდ, ჩიჩლაკებით მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებისა და სამსახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემა.
სიახლეები
საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი ცხადდება 2022 წლის თებერვალში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით.
მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა!
საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს და ირლანდიის პრეზიდენტების ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და Literature Ireland -ის ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა „ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია“
საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც 7 ნოემბერს კობა დავითაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა, სახელმწიფო ჯილდო დღეს კობა დავითაშვილის ოჯახს გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების 200 ლარიანი ვაუჩერები დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს გადასცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მომავალ წელს საზოგადოებას სიმშვიდე და გაერთიანება უსურვა.
საქართველოს პრეზიდენტმა საომე ზურაბიშვილმა ჩრდილო მაკედონიის პრეზიდენტთან, სტევო პენდაროვსკის ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა, ეროვნული გვარდიის დაარსების დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, საქმისა და სამშობლოს წინაშე ერთგული, ხანგრძლივი და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ ბერელიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.