​ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ბარბარობის დღესასწაული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახებში აღნიშნეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ბარბარობის დღესასწაული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახებში აღნიშნეს და პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
 
შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის კონსულტანტის, სიმონ პეტრიდისის თქმით, დროა ქვეყანამ ახალგაზრდა შშმ პირთა ოჯახების მხარდამჭერი სერვისების შექმნაზე დაიწყოს მუშაობა, რადგან ჩვენ გვყავს წყვილები, რომლებმაც უამრავი სტერეოტიპი დაამსხვრიეს, შექმნეს ოჯახები, ჰყავთ შვილები და ცხოვრობენ სავსე ცხოვრებით.
 
"დღევანდელი დღე ხაზგასმაა იმისა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ გასაკეთებელი გაცილებით მეტია. როცა ვხედავთ ერთობლივ ძალისხმევას შედეგიც სასიამოვნოდ მოულოდნელია.
 
ჩვენი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის შესაბამისი პირობების შექმნის ხელშეწყობა, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მეცხრე მუხლიც გვავალდებულებს“, - განაცხადა სიმონ პეტრიდისიმ.