​სალომე ზურაბიშვილი - მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს პრეზიდენტი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:
"პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს.
ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია", - აღნიშნულია განცხადებაში.