​საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა.
ევროკავშირში დაგეგმილ ვიზიტამდე პრეზიდენტმა და მინისტრმა შეხვედრაზე სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია და საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია.