​საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

სალომე ზურაბიშვილმა და ტადაჰარუ უეჰარამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას ტადჰარუ უეჰარიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო იაპონიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და დაადასტურა იაპონიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
პრეზიდენტმა და იაპონიის ელჩმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის ახალგაზრდული კავშირების გაძლიერების შესახებ.