​შეხვედრა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში

საფრანგეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში IFRI უმასპინძლეს.
 
საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი საფრანგეთში კვლევისა და ანალიზის ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტს წარმოადგენს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქარველოს თემატიკით.
 
ექსპერტები დაინტერესდნენ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობით და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული გამოწვევებით.
 
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს გეოპოლიტიკური როლზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.
 
საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორმა ტიერი დე მონბრიალმა პრეზიდენტს  გულახდილი საუბრისათვის მადლობა გადაუხადა.