„ფასეულობათა სისტემის ტრანსფორმაცია კოვიდპანდემიის ფონზე“​ - დისკუსიათა ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“

ორბელიანების სასახლეში დისკუსიათა ციკლის „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ რიგით მეორე დისკუსია გაიმართა, რომელიც პანდემიის ფონზე ფასეულობათა სისტემის ტრანსფორმაციას ეხებოდა.

დისკუსიათა ციკლის „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ მიზანია ორბელიანების სასახლე ჩამოყალიბდეს, როგორც ღია და თავისუფალი სივრცე, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და თაობის წარმომადგენლები დისკუსიების ფორმატში განიხილავენ სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემებსა და ახდენენ ახალი იდეების გენერირებას.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა, პოლიტოლოგი მარინა მუსხელიშვილი, ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი, ეკონომისტი თათო მარიდაშვილი, სოციოლოგი ლიკა წულაძე.

დისკუსიის მონაწილეებმა გლობალური ულტრალიბერალიზაციის პოლიტიკის სუსტ მხარეებზე იმსჯელეს, რომელიც პანდემიის შედეგად გამოვლინდა. საერთაშორისო დონეზე აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია პოსტპანდემიური სამყაროს ფასეულობათა სისტემაზე. გადახედვას დაექვემდებარა ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფასეულობათა სისტემები, რომელიც ვლინდება რეალურ პოლიტიკაში.