დახვედრის ოფიციალური ცერემონია ავსტრიის რესპუბლიკაში

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა.

პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ავსტრიის რესპუბლიკის სამხედრო ფედერალურ დროშას და შესრულდა საქართველოს და ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.  პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.