„დამოუკიდებლობის 30 წელი“ - დისკუსიათა ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“

ორბელიანების სასახლეში დისკუსიათა ციკლის „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ რიგით მესამე დისკუსია გაიმართა თემაზე - „დამოუკიდებლობის 30 წელი“.

დისკუსიათა ციკლის „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ მიზანია ორბელიანების სასახლე ჩამოყალიბდეს, როგორც ღია და თავისუფალი სივრცე, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და თაობის წარმომადგენლები დისკუსიების ფორმატში განიხილავენ სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემებს და ახდენენ ახალი იდეების გენერირებას.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი, ფილოსოფოსი ლაშა ხარაზი, პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი ნინო ხელაია, ფილოსოფოსი ოთარ ჭულუხაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შოთა თხელიძე. 

დისკუსია ეძღვნება 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წელს.
 
2021 წლიდან ორბელიანების სასახლეში რეგულარულად იმართება დისკუსიების სერია „საუბრები ორბელიანების სასახლეში“, რომელიც ხელმისაწვდომია youtube-არხზე: Orbeliani Palace.