ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე.

პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას. 

საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა ორმხრივი ურთიერთობები.

საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ სტუმართან განიხილა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.