ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო სააგენტოებისა და საინფორმაციო პორტალებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდი ახალ მისამართზე www.president.ge - ზე განთავსდა. ინტერნეტმისამართის ცვლილება მოხდა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე. 

ახალი ვებგვერდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით 5800 ლარად შპს ,,პროსერვისმა" შექმნა და მასვე ევალება ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.