ორბელიანების სასახლეში კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა და დავით ხრიკულის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართა

ორბელიანების სასახლეში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი და დავით ხრიკულის საფორტეპიანო მუსიკის სოლოკონცერტი გაიმართა.

კულტურის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლე ერთგვარ კულტურულ ცენტრად იქცა, სადაც აქტიურად იმართება კლასიკური მუსიკის კონცერტები, რითიც ორბელიანების სასახლე იბრუნებს მრავალი წლის წინანდელ ტრადიციებს.