პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას 9 აპრილს წარუდგენს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 9 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წარუდგენს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.