პრეზიდენტი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებთან: ნიკოლოზ სამხარაძესა და მაკა ბოჭორიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის საკითხები.