პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია ეხმაურება მორიგ უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას  ელჩების 2020 წლის კონფერენციაზე.

ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით  პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად  ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს  ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი.