პრეზიდენტმა დედის დღე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჯარისკაცთა დედებს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედის დღე ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, აფხაზეთისა და 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს მიულოცა და მათ მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
გრიბოედოვის სახელობის თეატრში გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ ასევე, თავდაცვის და შსს -ს სამხედრო მოსამსაურეები. პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვა.