პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისათვის 13 არტილერისტი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ,  ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვრადია) I ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის ასეულის მეთაური და დივიზიონის წევრები.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: ალექსანდრე პაპაშვილი, ლევნ ავაქოვი, ლევან ამირიანი, პაატა არაბული, ედვარდ იკაევი, ემზარ რაზმაძე, ნუგზარ რაზმაძე, ივანე სააკიანი, ზაზა სულაბერიძე, გოჩა წულაია, ერმინე ჭითანავა, რუდიკ ხაჩატურიანი, გიორგი ჯოგლიძე.  სახელმწიფო ჯილდოები მათ ოჯახებს გადაეცემათ.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N16/03/01 საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ