პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის უმაღლესი ეროვნული რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობასა და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესს.

სახელმწიფო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან იოსელიანმა უკრაინელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საპარლამენტო კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ, აღინიშნა რომ პარლამენტში მიმდინარეობს შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების პუნქტების აღსრულება. გამოითქვა იმედი, რომ კოვიდპანდემიის დაძლევასთან ერთად საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის მუშაობა კვლავ გააქტიურდება და არადისტანციურ რეჟიმზე გადავა.

აღინიშნა რომ, საქართველოში არსებული კრიზისი ევროკავშირის, აშშ-სა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩართულობით განიმუხტა.