პრეზიდენტს კატარის სახელმწიფოს ელჩმა, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კატარის სახელმწიფოს ელჩმა, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავამ საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში დღეს გაიმართა.