სალომე ზურაბიშვილი: ხმა მივეცი მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევანი გააკეთა და განაცხადა, რომ ხმა მისცა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას და დიდი იმედი აქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული პარლამენტი.

,, მე, ისევე როგორც მთელ საქართველოს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული პარლამენტი. 

ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, მან 9 პარტიას მისცა ხმა და მემგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. 

ეს პარლამენტი და მისი საქმიანობის დაიწყება ძალიან მალე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,  რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის და სოციალურ-ეკონონიკური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნერლოვანი. 

ძნელად წარმომიდგენია, ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ მასში ყველა არ მონაწილეობდეს, რომ ჩვენ არ ვეცადოთ, რომ ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რათა დავძლიოთ ეს კრიზისი. ამას ვუსურვებ საქართველოს“, - განაცხადა სალომერ ზურაბიშვილმა.