პრეზიდენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღე და ყველა იმისთვის ვაძლევთ ხმას, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ.

“მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ამ ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა. ხმა მივეცი ისე, როგორც დღეს მისცემს ხმას ყველა მოქალაქე - თავისუფლად და წყნარად.

ჩვენ დღეს ყველანი იმისთვის ვაძლევთ ხმას, რომ ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ - ეს ევროპული და დემოკრატიული ქვეყანაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები პანდემიის რთულ პირობებში აძლევენ ხმას და მიუხედავად ამისა ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მივიდეს არჩევნებზე. ნურაფრის ნუ გეშინიათ, სადაც რიგები იქნება დაიცავით დისტანცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება. გისურვებთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს დღე!”