საქართველოს პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კონსულტაციის მიზნით შეხვედრა გამართა თორნიკე რიჟვაძესთან, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად არის წარდგენილი.  

შეხვედრისას, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს პრეზიდენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრობის კანდიდატების შესახებ ესაუბრა.