საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს.

სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.