საქართველოს პრეზიდენტი 16 ივნისს ვატიკანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარს (ვატიკანს) ეწვევა.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრა.