საქართველოს პრეზიდენტი - ხმა მივეცი დეპოლარიზაციას!

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.

,,ადგილობრივი არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიულ პროცესებში, რადგან ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ის ადამიანები, რომლებიც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ზოგადად, ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას!“ - განაცხადა პრეზიდენტმა ხმის მიცემის შემდეგ.