საქართველოს პრეზიდენტი - შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში!

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაული თბილისის სუბ გევორქის ტაძარიდან მიულოცა, სადაც სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო.

,,შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და  მის  მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში! 

მშვიდობის, ჯანმრთელობის  და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყოველი თქვენგანისთვის! მრავალჯერ გეზეიმოთ სინათლისა და სიკეთის ეს დიდი დღესასწაული!“