საქართველოს პრეზიდენტი - აუცილებელია, გამოვიყენოთ ეს საშუალება - დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა, რათა გამოვიდეთ კრიზისიდან 

საქართველოს პრეზიდენტი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. 

აცრის შემდეგ პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა. 

„ამ ეტაპზე, ჯერ ექიმების, ექთნების და მედპერსონალის რიგია, მათი, ვინც ეს თვეები ძალიან მძიმედ გაიარა.
ნამდვილად საჭიროა, რომ ისინი დღეს აიცრან, არ იყვნენ გადამდებნი და იყვნენ დაცულები, რამეთუ მათზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. მომდევნო ეტაპზე დაიწყება შემდეგი ჯგუფების აცრა.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას მოჰყვა, აუცილებელია, რომ ეს საშუალება, რაც მოგვეცა და მოგვეცემა, გამოვიყენოთ - დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. 

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ“- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტს ცენტრში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ და სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ უმასპინძლეს.