საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს პრინცთან ერთად ქართული ღვინის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონტე კარლოს ოკეანოგრაფიის მუზეუმში ქართული ღვინის პრეზენტაციას დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა მონაკოს სამთავროს პრინცმა ალბერ მეორემაც მიიღო.

ქართული ღვინის დეგუსტაცია ცნობილი მეღვინის, ლოიკ პასკეს ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა. მასზე მოწვეულები იყვნენ ღვინის საერთაშორისო ექსპერტები და მეღვინეები.