საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლინეთის პრეზიდენტს, ანდჯეი დუდას ესაუბრა

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარისას განიხილეს საქართველო - პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროპული კურსი და პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები.

იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთი მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ეუთოს მხარდაჭერით, თბილისში ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერტაშორისო კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს.

ანდჟეი დუდა საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ის ეუთოს ფარგლებში, პოლონეთის საქმიანობის პრიორიტეტებში ჯდება.