საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N02/08/01

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება

N02/08/01 2021 წლის 2 აგვისტო ქ.თბილისი

მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების
დანიშვნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2021 წლის 2 ოქტომბერს.

 

სალომე ზურაბიშვილი

პრემიერ-მინისტრი                                        ირაკლი ღარიბაშვილი

 

„მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 2 აგვისტოს N02/08/01 განკარგულება