საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N11/08/01

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება  

N11/08/01      2021 წლის      11 აგვისტო      ქ.თბილისი

 ალექსანდრე ონიანის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით
დაჯილდოების შესახებ

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის უმცროსი სერჟანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეულის II ოცეულის III ათეულის მეთაური ალქსანდრე ონიანი დაჯილდოვდეს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით და მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ).

 
სალომე ზურაბიშვილი

 

"ალექსანდრე ონიანის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 11 აგვისტოს N11/08/01 განკარგულება