საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N15/07/01

N15/07/01    2021 წლის   15 ივლისი   ქ. თბილისი

 შოთა ქარსელაძის მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“

დაჯილდოების შესახებ

 2021 წლის 3 ივლისს . თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის შოთა ქარსელაძე დაჯილდოვდეს მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ).

 

                                                                                                სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N15/07/01 შოთა ქარსელაძის მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოების შესახებ