საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის პრეზიდენტმა პირადად გადასცა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ჯეიმს აპატურაი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.