საქართველოს პრეზიდენტმა ქეთევან ასათიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული არქივის ფონდების მეცნიერული კვლევისა და საზოგადოებისათვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ასათიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ქართული იდენტობის, ქართული კულტურის შენარჩუნება - განვითარების საქმეში. 

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, აღვნიშნო სწორედ ისეთი ადამიანების ღვაწლი რომლებიც ჩუმად და შეუმჩნევლად აკეთებენ თავიანთ საქმეს, სწორედ ასე იქმნება ქართული კულტურის დიდი ბირთვი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.