საქართველოს პრეზიდენტმა მსხვილი ამერიკულ-ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა

ვიდეოზარის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც რეგიონში შექმნილი ვითარება და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების, ასევე, საქართველო-ისრაელის მჭიდრო კავშირების გაღრმავების საკითხები.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსათვის, განსაკუთრებით ამ საარჩევნო პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია.

საუბარი აგრეთვე შეეხო სიძულვილის ენის, პოლარიზაციის და ცრუ ინფორმაციის (fake news) უარყოფით გავლენას პოლიტიკურ პროცესებში, განსაკუთრებთ საარჩევნო პერიოდში როგორც ამერიკაში, ისე საქართველოში.