საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დევნილ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანიდან და წილკანიდან ჩამოსულ ბავშვებს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა. 

ბავშვებმა პრეზიდენტის სასახლის მთავარი ჩიჩლაკი პრეზიდენთან ერთად აანთეს და სადღესასწაულოდ ჩიჩილაკებით მორთული პრეზიდენტრის სასახლის ეზო დათვალიერეს და სამსახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

დღესვე ორბელიანების სასახლის წინ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა.