საქართველოს პრეზიდენტმა შინდისის ბრძოლისას დაღუპულ ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის უმცროსი სერჟანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეულის II ოცეულის III ათეულის მეთაური ალექსანდრე ონიანი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 11 აგვისტოს გამოსცა.

"ალექსანდრე ონიანის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 11 აგვისტორს N11/08/01 განკარგულება