საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები.

ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.