საქართველოს პრეზიდენტს 24 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს:

  • პარაგვაის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სეფერინო ვალდეს პერალტამ,                       
  • სომალის ფედერალური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯამა აბდულაჰი მოჰამედიმ,   
  • დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ოლე ეგბერგ მიკელსენიმ,                                       
  • ზიმბაბვეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მიეტანი ჩაუკემ,
  • გვატემალის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ხაირო დავიდ ესტრადა ბარიოსიმ,
  • ალბანეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კასტრიოტ რობომ,
  • ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მოისეს მბა ნჩამამ,
  • პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბილალ ჰაიმ,                               
  • მალტის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯორჯ ა. საიდ-ზამიტიმ,
  • სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აცა იოვანოვიჩიმ,
  • მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დრაგიცა პონორაციმ,
  • კამბოჯას სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კიმ ჰენგ მეასიმ,
  • ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმასაქართველოში კირსტი ნარინენიმ,
  • ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარტინა ფინიმ,
  • ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მოსუდ მანანიმ,
  • იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სამი ასემ ღოშემ,                                  
  • მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შიეხ სიდ’აჰმედ ელ ბეკაიე ჰამადიმ,
  • ბოსნია და ჰერცეგოვინას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ადის ალაგიჩიმ, 
  • პორტუგალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჟაიმ ვან ზელერ ლეიტაომ,
  • ბურკინა ფასოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბრაჰიმა სერემ,
  • ანგოლას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჟოზე გონსალვეს მარტინს პატრისიომ,
  • უზბეკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბახრომ აშრაფხანოვიმ,
  • ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია ელენა პალო ალგაბრემ,
  • ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შინა ფატაი ალეგემ.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.