საქართველოს პრეზიდენტმა შოთა ქარსელაძე, რომელმაც 14 წლის გოგონა სიკვდილს გადაარჩინა, „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა  2021 წლის 3 ივლისს ქ. თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის შოთა ქარსელაძე (სიკვდილის შემდეგ) მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა.

დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში მხოლოდ შოთა ქარსელაძის დის და მეგობრის მონაწილეობით გაიმართა. 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შოთა ქარსელაძის მედლით "სამოქალაქო თავდადებისთვის" დაჯილდოების შესახებ