საკონსულტაციო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად

დღეს  საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად საკონსულტაციო შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ   უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე არეშიძე და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი მანველიძე. საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურებს.