სალომე ზურაბიშვილი მეჰრიბან ალიევას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ვიცეპრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას შეხვდა.
საუბრისას განიხილეს იუნესკოს მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივები. პრეზიდენტის თქმით, ქართული ტოლერანტობა საერთო კავკასიური ხასიათია.

,, ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოსთვის,  რამეთუ ეს არის ის ღირებულება, რომელიც მსოფლიოს აკლია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ვიცეპრეზიდენტთან მეჰრიბან ალიევასთან, ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში კულტურული ურთიერთობების გააქტიურების  მნიშვნელობასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საჭიროებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირადადაა დაინტერესებული ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებით, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენი ხალხები უკეთესად უნდა იცნობდნენ ერთმანეთის კულტურას და ისტორიას.

ივნისში პირდაპირი ფრენები იხსნება ბაქო-ბათუმის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებასა და გაღრმავებას. ივნისშივე  ბათუმში იგეგმება აზერბაიჯანის კულტურის დღეები და დღესვე გამოითქვა ინიციატივა, რომ კულტურის დღეები თბილისშიც გაიმართოს.